წესები და პირობები

 

წინამდებარე დოკუმენტი არის Lunor.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.

 

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „ლუნორ“-ს შორის. შპს „ლუნორ“, საიდენტიფიკაციო კოდი 406552458, რეგისტრირებული მისამართი – აკაკი ბელიაშვილის 163.

 

შპს „ლუნორ“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „Lunor.ge”.

 

Lunor.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Lunor.ge-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

 

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

 

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Lunor.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან Lunor.ge მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე: lunor.ge@yahoo.com.

 

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Lunor.ge-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით. ელფოსტა: lunor.ge@yahoo.com; ტელეფონი: +995 577 78 76 66. Lunor.ge-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

 

ტერმინთა განმარტება

 

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

 

Lunor.ge (შემდგომში „ჩვენ”, „ჩვენი”, „ვებ-გვერდი”) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ლუნორ“, საიდენტიფიკაციო კოდი 406552458, რეგისტრირებული მისამართი: აკაკი ბელიაშვილის 163, ტელეფონი: +995 577 78 76 66, ელფოსტა: lunor.ge@yahoo.com;

 

მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს Lunor.ge-ზე განთავსებული პროდუქცია;

 

მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;

 

მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება;

 

პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;

 

რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა;

 

ანგარიში – მომხმარებლის მიერ Lunor.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი;

 

საკუთარი საკურიერო მომსახურება – Lunor.ge-ს მიერ ორგანიზებული მიწოდების სერვისი, რომლის მეშვეობითაც Lunor.ge-ზე შეძენილი პროდუქცია მიეწოდება მომხმარებელს მის მიერ მითითებულ მისამართზე.

 

ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს Lunor.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.

 

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „ლუნორ“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

 

რეგისტრაცია

 

Lunor.ge-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

 

სახელი;
მისამართი;
ელექტრონული ფოსტა;
სისტემაში შესასვლელი პაროლი.

 

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.

 

შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას”.

 

სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:

 

სოციალური ქსელით;
Google-ით;
ელექტრონული ფოსტით.

 

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:

 

მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას Lunor.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
არ გამოიყენებს მოწყობილობას ან პროგრამას, რომლის მიზანია ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ვებგვერდის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს Lunor.ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგოს, პიქტოგრამის, სურათის, გრაფიკის, გამოსახულების, პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, Lunor.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის Lunor.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას;
არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და Lunor.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

 

მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა

 

მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევისა და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი, სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.

 

Lunor.ge-ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

 

მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.

 

Lunor.ge იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, არასწორი/არასრული მონაცემების მითითების ან უნებართვო/უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

 

მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

 

შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები: მომხმარებელს შეუძლია პროდუქტის დაბრუნება 2 (ორი) დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არ მოერგო ან დაზიანებულია. დაბრუნება ხორციელდება Lunor.ge-სთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

 

შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები

 

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს Lunor.ge-ს საკუთარი საკურიერო მომსახურება.

 

მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და Lunor.ge.

 

Lunor.ge, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, ამუშავებს მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის დამუშავებისა და მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

 

Lunor.ge მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას აწვდის მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე. Lunor.ge-ს პასუხისმგებლობა პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით სრულდება პროდუქციის მომხმარებლისათვის ან მომხმარებლის მიერ მითითებული მიმღები პირისათვის გადაცემის მომენტიდან.

 

კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდზე.

 

მომსახურების მიღება

 

შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში.

 

თბილისის ტერიტორიაზე Lunor.ge-ს ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება განხორციელდება იმავე დღეს.

 

რეგიონებში Lunor.ge-ს ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 2-3 სამუშაო დღეში.

 

საქართველოს მასშტაბით საკურიერო მომსახურება უფასოა ნებისმიერ შეკვეთაზე.

 

ყველა პროდუქტს თან ახლავს სასაჩუქრე შეფუთვა.

 

თუ მომხმარებელი განახორციელებს ერთზე მეტი პროდუქტის შეკვეთას და შეკვეთის მიღებამდე გააუქმებს რომელიმე პროდუქტს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთა გააუქმოს სრულად.

 

მომხმარებელი უფლებამოსილია გამოიყენოს Lunor.ge-ისგან მიღებული ვაუჩერი მხოლოდ ერთხელ. აკრძალულია მომხმარებლის მხრიდან ვაუჩერის მიღების მიზნით ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა. ვაუჩერის ორჯერ ან მეტჯერ გამოყენება ან/და ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა Lunor.ge-სათვის განიხილება არაკეთილსინდისიერ ქმედებად, რაც შემდგომში გამოიწვევს შეკვეთის ან/და ანგარიშ(ებ)ის გაუქმებას.

 

ანგარიშსწორების წესი

 

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

 

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს გადახდისთვის მოთხოვნილ საკუთარ მონაცემებს, მათ შორის საბანკო ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება შესაბამისი გადახდის პროვაიდერის ან ბანკის მიერ.

 

Lunor.ge-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის ან/და სხვა სახის საბანკო მონაცემებზე.

 

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

 

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

 

განვადება

 

Lunor.ge გთავაზობთ განვადების სერვისს შერჩეულ პროდუქტებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. განვადების პირობები განისაზღვრება პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის მიერ და ხელმისაწვდომია შეკვეთის გაფორმების პროცესში.

 

პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

 

თუ Lunor.ge მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს Lunor.ge-ს გუნდს.

 

მომხმარებლის მხრიდან Lunor.ge-ის ვებგვერდზე მისი პირადი ანგარიშის გაუქმების/დახურვისათვის მან პირად ანგარიშში პარამეტრების ველში შესვლის შემდეგ უნდა დააჭიროს “ანგარიშის წაშლა”-ს, რის შემდგომაც მისი პირადი ანგარიში ავტომატურად იხურება.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

 

Lunor.ge შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე ან მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.

 

მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.

 

Lunor.ge პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.

 

Lunor.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

 

Lunor.ge გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

 

Lunor.ge-ს სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობა შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.

 

კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

 

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას

 

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. Lunor.ge მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, Lunor.ge-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს Lunor.ge-ს ან მესამე პირებს.

 

მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს ვებგვერდი კეთილსინდისიერად და წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.

 

ცვლილებები წესებსა და პირობებში

 

Lunor.ge უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, თუ თავად ცვლილებაში სხვა ვადა არ არის მითითებული.

 

მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გადაამოწმოს წესები და პირობები. ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას განახლებულ წესებსა და პირობებზე.

 

დავების გადაწყვეტა

 

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მხარეები შეეცდებიან ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შესაბამის სასამართლოში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

შპს „ლუნორ“
საიდენტიფიკაციო კოდი: 406552458
ვებგვერდი: Lunor.ge
მისამართი: აკაკი ბელიაშვილის 163
ტელეფონი: +995 577 78 76 66
ელფოსტა: lunor.ge@yahoo.com