მიწოდება/დაბრუნება
შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს Lunor.ge-ს საკუთარი საკურიერო მომსახურება.
Lunor.ge მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას აწვდის მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისას მითითებულ მისამართზე.
თბილისის ტერიტორიაზე Lunor.ge-ს ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება უფასოდ, შეკვეთის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში.
საქართველოს რეგიონებში Lunor.ge-ს ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება შეკვეთის დადასტურებიდან 48 საათის განმავლობაში. რეგიონებში მიწოდების ღირებულება შეადგენს 15 ლარს.
მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის გაფორმებისას მიუთითოს სწორი და სრული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა საჭირო ინფორმაცია. არასწორი ან არასრული ინფორმაციის მითითების შემთხვევაში მიწოდების შეფერხებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
Lunor.ge-ს პასუხისმგებლობა პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით სრულდება პროდუქციის მომხმარებლისათვის ან მომხმარებლის მიერ მითითებული მიმღები პირისათვის გადაცემის მომენტიდან.
შეძენილი პროდუქციის დაბრუნებისა და გაცვლის წესები
Lunor.ge-ზე შეძენილი პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი.
ქარხნული წუნის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს Lunor.ge-ს ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით და მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის მდგომარეობის შესახებ.
ქარხნული წუნის დადასტურების შემთხვევაში Lunor.ge მომხმარებელს შესთავაზებს პროდუქტის შეცვლას იგივე ან მსგავსი ღირებულების სხვა პროდუქტით. თუ პროდუქტის შეცვლა შეუძლებელია, მომხმარებელს დაუბრუნდება გადახდილი თანხა.
პროდუქტის დაბრუნება ან შეცვლა არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის მიერ პროდუქტის არასწორი გამოყენებით, მექანიკური დაზიანებით, შენახვის წესების დარღვევით ან სხვა ისეთი გარემოებით, რომელიც არ წარმოადგენს ქარხნულ წუნს.
დაბრუნების ან გაცვლის საკითხთან დაკავშირებით მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს Lunor.ge-ს შემდეგი საკონტაქტო არხებით:
ტელეფონი: +995 577 78 76 66
ელფოსტა: lunor.ge@yahoo.com




